ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, საერთაშორისო ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება თითქმის 90-დღიანი შეზღუდვის შემდეგ მიიღეს, რომელიც აშშ-სა და ისრაელთან ომის ფონზე იყო დაწესებული.
ირანის კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად როდის და რა მექანიზმით აღდგება გლობალურ ქსელთან სრული კავშირი.
ირანში ინტერნეტზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვები კონფლიქტის დაწყების შემდეგ ამოქმედდა.
