logo
ENG



ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ევროპული საქართველოს ოფისს უთვალთვალებდნენ

27 ნოე 201914:45
3 წუთის საკითხავი
 
zqj8xygyprrul89.jpg

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისთან იყვნენ მანქანები, საიდანაც პარტიის წევრებს უთვალთვალებდნენ. ნადირაშვილის თქმით, მანქანაში მყოფი პირები პარტიაში შემსვლელსა და გამომსვლელ პირებს ფოტოებს უღებდნენ. გარდა ამისა, პარტიის ოფისიდან გასულ მანქანების ნაწილს აჩერებდნენ და საბარგულს უმოწმებდნენ. 

გარდა ამისა, ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ მანქანები მოძრაობის წესების დარღვევით იდგნენ, მაგრამ ისინი არავის დაუჯარიმებია. ნადირაშვილის თქმით, მან 112-ში დარეკა, ხოლო პატრულის მოსვლამდე მანქანებმა ტერიტორია დატოვეს. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, მან პატრულის თანამშრომლებს მანქანის ნომერი და მის მიერ გადაღებული ვიდეო გადასცა, მაგრამ ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.

 


close დახურვა