გუშინ, 22 მარტს გვიან ღამით, რუსულმა ძალებმა კიევის ჩრდილო გარეუბანში აკრძალული თეთრი ფოსფორის იარაღი გამოიყენეს. ინფორმაციას ირპინის მერი, ოლექსანდრ მარკუშინი ტელეგრამით ავრცელებს.
ირპინის მერი აცხადებს, რომ ქიმიურმა იარაღმა ზიანი მიაყენა გოსტომელ-ირპინის ტერიტორიას.
„დაზიანების დაახლოებითი ზონა გოსტომელ-ირპინია. მტრის სამხედროების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ ამ ტიპის იარაღების გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა“, - აცხადებს ირპინის მერი.