![2023/06/06/032mvy7le7gwe13.jpg](/uploads_script3/articles/2023/06/06/032mvy7le7gwe13.jpg)
ისთ-ფოინთი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სავაჭრო ცენტრში ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია და შედგენილია შესაბამისი ოქმი.
ობიექტები მუშაობას ხვალ 10:00 საათიდან განაახლებენ.
დღეს, დღის მეორე ნახევარში ისთ-ფოინთში შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. მსგავსი შეტყობინებები მიიღეს სხვა სავაჭრო ცენტრებშიც.
გარდა ამისა, დღეს ევაკუაცია განხორციელდა თბილისის საქალაქო, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე ქუთაისისა და გორის სასამართლოებში.