Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სამთავრობო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და დელეგაციის წევრები იმყოფებიან, ისლამაბადში დღეს დილით დაეშვა.
ისლამაბადში იმყოფება ირანის დელეგაციაც.
28 თებერვალს აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ ეს მხარეებს შორის პირველი შეხვედრა იქნება.
პაკისტანში გამგზავრებამდე, ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
"მოლაპარაკებებს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ვფიქრობ, ყველაფერი პოზიტიურად ჩაივლის. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, თუ ირანელები მზად იქნებიან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის, ჩვენც რა თქმა უნდა, მზად ვართ მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ. თუ ისინი ჩვენთან თამაშს აპირებენ, მაშინ ისინი გააცნობიერებენ, რომ მოლაპარაკებებზე ჩვენი მხარე ამას დადებითად არ შეხვდება. ჩვენ შევეცდებით, რომ მოლაპარაკებები პოზიტიური იყოს. პრეზიდენტმა საკმაოდ მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპები მოგვცა და ვნახოთ, რა გამოვა".
მოგვიანებით, ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანს მოლაპარაკებების გარდა, სხვა არანაირი კოზირი არ აქვს.
"ირანელებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ მათ არ აქვთ არანაირი კოზირი, გარდა მსოფლიოს მოკლევადიანი შანტაჟისა საერთაშორისო წყლის გზების გამოყენებით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს ჯერ კიდევ არსებობენ, არის მოლაპარაკების წარმოებაა", - დაწერა ტრამპმა.
