![2021/06/27/2gdimvkog8xl3eb.jpg](/uploads_script3/articles/2021/06/27/2gdimvkog8xl3eb.jpg)
ისლანდიის მთავრობამ მოსახლეობის 87% აცრა და ქვეყანაში დაწესებული ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა.
მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, 16 წელს გადაცილებულ პირთა 87%-მა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. ხოლო სრულად აცრილია მოსახლეობის 48%.
ისლანდიის ჯანდაცვის მინისტრის სვანდის სვავარსდოტირის თქმით, ისლანდია ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ყველა რეგულაცია გააუქმა.
„ჩვენ კვლავ ვხდებით საზოგადოება, რომელიც ვიყავით და ვუბრუნდებით ცხოვრებას, რომელსაც ველოდით", - ამბობს მინისტრი.