logo
ENG



ისრაელის ავიაციამ სირიაში იერიშები განახორციელა

05 მარ 202013:51
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის ავიაციის იერიშები სირიაში. სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ქალაქ ჰომსთან სამთავრობო ძალების ორი ავიაბაზა იყო. მსხვერპლი არ არის. სირიის სახელმწიფო სააგენტოების ცნობით, ყველა რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჰაერშივე გაანადგურა.

ისრაელის სამიზნე ასევე იყო გოლანის მაღლობთან ახლოს მდებარე რაიონიც. მაგრამ რაკეტებმა სამიზნეს ვერ მიაღწიეს. ბოლო პერიოდში ისრაელმა რამდენჯერმე მიიტანა შეტევა სირიაში ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების პოზიციებზე. ერთი თვის წინ ანალოგიური იერიშის დროს ისლამური ჯიჰადის ორი წევრი მოკლეს. 


close დახურვა