logo
ENG



ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში შეცდომით 3 ისრაელელი ტყვე მოკლეს

15 დეკ 202323:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/15/dag8xzi5duj86y5.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში შეცდომით 3 ისრაელელ ტყვეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია IDF-ის სპიკერმა, დენიელ ჰაგარმა გაავრცელა. 

მისი თქმით, შემთხვევა ისეთ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ბევრ ტერორისტი მათ შორის, კამიკაძეები გადაადგილდებიან. 

დაღუპულებს შორისაა, იოთამ ჰაიმსი, რომელიც ჰამასმა კფარ აზადან გაიტაცა, ასევე, ნირ ამიდან გატაცებული სამარ ტალალკა. მესამე დაღუპულის ვინაობა მისი ოჯახის წევრების თხოვნით, არ საჯაროვდება. 

IDF ვარაუდობს, რომ სამივე მძევალმა ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა, ან თავად ჰამასის წევრებმა საბრძოლო მოქმედებებისას მიატოვეს. 

ჰაგარის განცხადებით, "ტრაგიკულ ინციდენტზე" პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრება. 


close დახურვა