logo
ENG



ისრაელის პრემიერი უკვე მეორედ მიდის თვითიზოლაციაში

02 აპრ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის პრემიერ მინისტრი უკვე მეორედ მიდის თვითიზოლაციაში. ეს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

თვითიზოლაციაში იქნებიან იაკოვ ლიცმანის თანაშემწეებიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითიზოლაციის რეჟიმში აპირებს გადასვლას ისრაელის დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ ხელმძღვანელიც. რაც შეხება პრემიერ მინისტრს, ერთი თვის წინ ის ერთხელ უკვე იყო თვითიზოლაციაში, რადგან კოვიდ-19 მის ერთ-ერთ თანაშემწეს აღმოაჩნდა.

ამ დროისთვის ისრაელში კორონავირუსის 6 211 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 32 პაციენტი გარდაიცვალა. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში მხოლოდ ნიღბებით გავიდეს. 


close დახურვა