logo
ENG



ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმება ძალაში შევიდა

24 ნოე 202310:11
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე შევიდა.

ცხელ წერტილში მყოფი მოსახლეობა და ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ მიუხედავად განგაშის სირენებისა, დაახლოებით 07:18-ზე საგრძნობლად შემცირდა სროლის ხმები.

"მე მესმის დრონების ფრენის ხმა, მაგრამ აღარ ისმის იარაღის, ნაღმმტყორცნების, აფეთქებებისა ან შეტაკებების ხმა, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში. როგორც ჩანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მყარად არის დაცული", - იტყობინება ერთ-ერთი ჟურნალისტი.

***

23 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზავო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი საღამოს 4 საათზე დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, ხვალ ცამეტი ქალი და ბავშვი გათავისუფდება.

კატარი ირწმუნება, მძევლების სია, რომლებიც ხვალ უნდა გათავისუფლდნენ, ჰამასმა უკვე გადასცა ისრაელის სადაზვერვო სამსახურს „მოსადს“. მოლაპარაკებები ყველა შუამავალ მხარეს შორის დღეს დილამდე გრძელდებოდა.

მარშრუტი, რომელსაც მძევლები გაივლიან, უსაფრთხოების მიზეზების გამო არ მჟღავნდება.


close დახურვა