logo
ENG



ის რეალობა, რაც ოცნებამ დამართა ქვეყანას - პარლამენტთან ფოტომასალა გამოფინეს

05 თებ 202011:53
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის შენობის წინ აქციის ორგანიზატორებმა მწვანე ღობეზე "გავრილოვის ღამის" შედეგების ამსახველი ფოტომასალა გამოფინეს.  მათი თქმით, წარმოადგენილი ფოტოები პირდაპირ მიანიშნებს ხელისუფლების პოლიტიკასა და აგრესიაზე. 

"ესაა ის რეალობა, რაც "ოცნებამ" დამართა ქვეყანას. ხედავთ იმ შედეგებს ფოტოებზე, რაც 20 ივნისის ღამეს ვიხილეთ. მას შემდეგ პროტესტი გახდა ინტენსიური და ეს გაგრძელდება სანამ არ მოხდება ლოგიკური დასასრული. იგულისხმება კვლავ დასავლურ რელსებზე დაბრუნება. ხელისუფლებას არ სურს ხალხის მოთხოვნებზე წასვლა, მაგრამ საზოგადოება მას აიძულებს და ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს. ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა",-აცხადებს ზვიად კუპრაძე. 


close დახურვა