logo
ENG



იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

15 აგვ 202408:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/haqmv70ce6u1gj8.jpg

ნეაპოლში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

27 წლის კაცი სან ფერნანდოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააკავეს. ჩხრეკისას ახალგაზრდა კაცის ზურგჩანთიდან ტანსაცმელი და 6 ცალი სუნამო ამოიღეს.

იტალიური მედია წერს, რომ ბრალდებულს კრიმინალური წარსული აქვს და ადრეც იყო დაკავებული, თუმცა რა საქმეზე უცნობია. ასევე ირკვევა, რომ ის იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.


close დახურვა