logo
ENG



იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 30 ათასს მიუახლოვდა

07 მაი 202011:18
3 წუთის საკითხავი
 

იტალიაში, წინა რამდენიმე დღესთან შედარებით, კოვიდ-10-ის დიაგნოზით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და ჯამში 30 ათასს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საშიშ ვირუსს აქ 369 ადამიანი ემსხვერპლა.

თითქმის 1500-მე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 24 მაისამდე გაგრძელდება. კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო 10 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში. ბალტიის ქვეყნებმა კი ერთმანეთთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. 15 მაისიდან ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეები, მეზობელ ქვეყნებში შეუფერხებლად გადასვლას შეძლებენ. 

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, თურქეთი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მეორე ეტაპზე გადავიდა.  ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალაში შედის ე.წ. კონტროლირებადი საზოგადოებრივი ცხოვრება", რაც ნაკლები შეზღუდვების დაწესებას ნიშნავს. მიუხედავად იმისა რომ თურქეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში Covid-19 ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შეზღუდვების ნაწილის მოხსნა აქ 11 მაისს მაინც დაიწყება. 


close დახურვა