logo
ENG



იტალიაში კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა

22 თებ 202015:28
3 წუთის საკითხავი
 
h5hxb8nl1x1x1z9.jpg

იტალიაში კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.

დაღუპულთაგან ერთი 77 წლამდე მამაკაცია, ხოლო მეორე ქალია. კაცი პადუას საავადმყოფოში გარდაიცვალა, ქალი კი ლომბარდიის რეგიონში დაიღუპა. ცნობისთვის, ეს კორონავირუსის ფატალური შემთხვევების პირველი მაჩვენებელია ევროპაში.

მსოფლიოში კი კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 400-ით გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2 ათას 345-ს მიაღწია. ვირუსის 142 ახალი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ კორეაში, იტალიის ორ რეგიონში კი დაავადება კიდევ 16 ადამიანს დაუდგინდა. იტალიის ხელისუფლებამ პირველი გარდაცვლილის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. ის 78 წლის მამაკაცია. დღეს უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფი ჩადის. მისია აქამდე მხოლოდ პეკინსა და ჩინეთის კიდევ ორ ქალაქში მუშაობდა. 


close დახურვა