იტალიის ქალაქ ბრინდიზიდან, მეორე მსოფლიო ომის დროსჩამოგდებული ბომბის გამო, 54 ათასი ადამიანი გაიყვანეს.
ოპერაციაში, რომელიც ინგლისის მიერ იტალიაში 1941 წელს ჩამოგდებული ბომბის გაუვნებელსაყოფად მიმდინარეობს, ათასამდე სამართალდამცველია ჩართული.
ბომბი მშენებლობისას იპოვეს. სამართალდამცველები ქალაქიდან მის გატანას და საგანგებოდ მოწყობილ კარიერში აფეთქებას გეგმავენ.