იტალიაში მსუბუქი ავტომობილი ტურისტების ჯგუფს შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 6 ადამიანი, 11 კი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სამთო კურორტზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ტურისტები გაჩერებაზე იყვნენ შეკრებილი და ავტობუსს ელოდნენ. იტალიელი სამართალდამცველების ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მის სისხლში დიდი ოდენობით ალკოჰოლი აღმოჩნდა.
იტალიაში მსუბუქი ავტომობილი ტურისტების ჯგუფს შეეჯახა
05 იან 202020:02
3 წუთის საკითხავი