იტალიაში პირველი საუკუნის სახლი აღადგინეს, რომელიც ნეაპოლელ დიდგვაროვანს ეკუთვნოდა. შენობა, რომელიც პომპეის ახლოს მდებარეობს, ვულკანური ფერფლით იყო დაფარული.
სახლი არქეოლოგიურ პარკში გათხრების დაწყებიდან 200 წლის შემდეგ იპოვეს, მის რესტავრაციას კი 30 წელი დასჭირდა. დიდგვაროვანი ოჯახის სახლში უნიკალური მოზაიკა, კედლის მხატვრობა და ავეჯი სრულადაა შემორჩენილი. მსურველებს უკვე შეუძლიათ შენობა დაათვალიერონ.