logo
ENG



იტალიაში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია იმართება

15 დეკ 201911:53
3 წუთის საკითხავი
 
5y464t2rovlxlro.jpg

იტალიაში მასშტაბური დემონსტრაცია იმართება. რომის ქუჩებში საზოგადოებრივი მოძრაობის ათობით ათასი მონაწილე, რომელიც თავს „სარდინებს" უწოდებს, მატეო სალვინის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა.

ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და „ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერს ისინი პოპულიზმში  და ემიგრანტების წინააღმდეგ კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებენ. ანტისალვინისტური  მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ კავშირი არ აქვთ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა მატეო სალვინი მათ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. 


close დახურვა