logo
ENG



იტალიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

26 ივნ 202111:49
3 წუთის საკითხავი
 

იტალიის ქალაქ ლეჩეში საქართველოს გაუჩინარებულ მოქალაქეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი ლტოლვილთა თავშესაფრიდან 20 ივნისს გავიდა და დაიკარგა.

„გასულ კვირას დილით დამელაპარაკა, მის მერე ტელეფონი დაკარგა, გიტარა დაკარგა, ყველაფერი დაკარგა. მაშინ მითხრა, საავადმყოფოში უნდა წამიყვანონო, მაგრამ იქ არ გაჩერებულა. კრიმინალური ჩავრთეთო, გუშინ გვიტხრეს. მე შვილი მინდა, მიპოვონ. საელჩო იძახის, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, რომ გავაკეთოთო. რას ჰქვია, აბა, რისთვის სხედან იქ?", - ამბობს დაკარგულის დედა, ფატი ქვეხიშვილი.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თემურ მოსაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

გაუჩინარებული მოქალაქის ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან. ისინი, ასევე, ინფორმაციას აწვდიან გაუჩინარებულის ოჯახსაც.


close დახურვა