logo
ENG



იტალიაში ტანსაცმლის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

06 იან 202417:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/06/8ibn3j28f66jrr5.jpg

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა მოდენას პროვინციაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის კაცი მაშინ შენიშნეს, როდესაც ის ავტოფარეხიდან ტანსაცმლის მოპარვას ცდილობდა - ის ავტოფარეხის მეპატრონემ დაინახა და თავადვე დააკავა, მოგვიანებით კი ადგილზე მისულ პოლიციას გადასცა.

ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს მოდენას პროვინციაში ცხოვრების უფლება აუკრძალა.


close დახურვა