კორონავირუსით დაღუპულთა და ინფიცირებულთა რაოდენობის კლების პარალელურად ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ფრენების აღდენისთვის ემზადებიან. უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მიმდინარეობს რომის საერთაშორისო აეროპორტში.
იტალია ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარს სამ ივნისს გახსნის. ბოლო დღის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19-ს 75 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 333-ით გაიზარდა. ციურიხისა და ჟენევის აეროპორტებში კი მგზავრები რობოტ დამლაგებლებს და ნიღბების გასაყიდ მანქანებს ნახავენ.
დამატებითი ადგილი გამოიყოფა თვითმფრინავში ჩასასხდომი ტერიტორიისთვის, რათა ადამიანებმა დისტანციის დაცვა შეძლონ. დიდ ბრიტანეთში სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი იწყება. ესპანეთში კი პრემიერ მინისტრმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ 2 კვირით გახანგძლივეა სთხოვა.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 262 000 აჭარბებს. ვირუსს თითქმის 374 000 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 2 800 000 აღწევს.