იტალიელმა მუსიკოსმა სოლოკონცერტი სახურავზე გამართა. შენობის თავზე, რომელიც ნავონას მოედანზე დგას, იაკობო მასტრანჯელომ რამდენიმე მელოდია შეასრულა.
მუსიკოსმა მამასთან ერთად ქვეყნის ჰიმნის ფონზე იტალიის დროშა დაკიდა. მოედანზე კონცერტს ის რამდენიმე ადამიანი დაესწო, რომლებიც ქუჩაში იმყოფებოდნენ.