logo
ENG



იტალიიდან საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

23 მაი 202010:09
3 წუთის საკითხავი
 
i6irw9w1i2aw444.jpg

რომი-თბილისის რეისით სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

„14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 76 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3273 ადამიანია განთავსებული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა