logo
ENG



იუკნევიჩიენე: თუ "ოცნებას" მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, ვშიშობ, მცირედი იმედია EU-ში

08 ივნ 202214:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/ye1uknxzxsv488g.jpg

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება კარიკატურას, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზეა შექმნილი. კობახიძემ თქვა, რომ "კუბილიუსის და რასას განცხადება იგივეა, რაც გუბაზ სანიკიძისა და სალომე სამადაშვილის განცხადება".

იუკნევიჩიენემ კომენტარი სალომე სამადაშვილის Facebook პოსტზე დაწერა, რომელსაც გაზიარებული ჰქონდა ევროპარლამენტარების გაშარჟებული ფოტო.

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ თუ ოცნებას მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, საქართველოს მიმართ ევროკავშირში მცირედი იმედი არსებობს.

"თუ "ქართული ოცნების" მთავრობას მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, კრემლის ჩვეული სქემით, ვშიშობ, მცირედი იმედი არსებობს საქართველოს მიმართ ევროკავშირში", - წერს ევროპარლამენტარი. 


close დახურვა