იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა. ის ჰააგაში მიემგზავრება.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, მას გუშინ ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა.
"ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში, გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღეს. მე მინდა, მას გულწრფელი მადლობა გადავუხადო", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის.
გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.