logo
ENG



იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების აზრით, მოსამართლეების 20-კაციანი სია უნდა ჩავარდეს

09 ნოე 201920:42
3 წუთის საკითხავი
 
l4ni9gfmjixut0a.jpg

უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან კომიტეტის ფორმატში გასაუბრებები დასრულებულია. ისინი პარლამენტმა სესიაზე უნდა დაამტკიცოს, თუმცა სიის ჩაგდებას ითხოვენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები. ისინი მოსამართლეობის კანდიდატების სახელებს სასამართლოში არსებულ კლანს უკავშირებენ. შესარჩევი პროცესის მიმართ ბევრი კითხვა უჩნდებათ საპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორშიც.

არამოსამართლე წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროცესის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს დიმიტრი გვრიტიშვილი. საბჭოს მოსამართლე წევრი ამტკიცებს, რომ კანდიდატები მხოლოდ კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩნენ, მათგან საუკეთესოს კი კონკურსი გამოავლენს. 

შესარჩევი პროცესის მიმართ შეკითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესს პარლამენტში აკვირდებოდნენ. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, შერჩევის პროცესმა ღიად დაადასტურა, რომ  თანამდებობებს ე.წ. კლანთან დაახლოებული პირები იღებენ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ისინი „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატთან გასაუბრება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  8 ნოემბერს დასრულდა. ახლა მათ კენჭი დეპუტატებმა სესიაზე უნდა უყარონ. ჩავარდნილი კანდიდატების შესაცვლელად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს ახალი კანდიდატები უნდა წარადგინოს.


close დახურვა