logo
ENG



იღებთ და არ აშუქებთ, თუ ასე გაგრძელდება, მივიღებთ კონკრეტულ ზომებს - კალაძე მედიას ემუქრება

09 დეკ 202111:56
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე მედიას ემუქრება. კალაძის თქმით, თუ კონკრეტული მედიები მერიის პროექტებს არ გააშუქებენ, მედიასთან ურთიერთობას გადახედავს და ზომებს მიიღებს.

"გიწვევთ იმისთვის და გეძახით იმისთვის, რომ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს ხიდის მშენებლობა, შეიძლება იყოს გზის მოწესრიგება, შეიძლება იყოს სოციალური სხვადასხვა პროგრამა და ა.შ. მიზანმიმართულად ხდება ამ ინფორმაციის არ გავრცელება საინფორმაციოებში. მე რა თქმა უნდა, არ  იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაცა წესი, ჩარჩოები ხომ არ არსებობს, არა? მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო  კომუნიკაბელური თქვენთან ურთიერთობაში , სვამთ შეკითხვას სხვადასხვა თემებზე და ვცდილობ ჩემს კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ, შეიძლება როდესაც ვიკრიბებით კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად ხიდის მშენებლობასთან, შესაძლოა თქვენს მიერ დასმული შეკითხვა კონკრეტულ საკითხს არ უკავშირდებოდეს მაგრამ, მე როგორც ქალაქის მერი ვალდებული ვარ და ვიღებ რამხელა პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ვცდილობ თქვენც კომფორტი შეგიქმნათ და ყველა კითხვას ვპასუხობ, მაგრამ როდესაც არ ხდება იქ კონკრეტული ღონისძიებების გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდება, მგონია, რომ ეს არის ძალიან ცუდი.

ასე რომ, თუ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს." - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე

შეგახსენებთ, "თქვენ ხართ აღვირახსნილები", - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა TV პირველის ჟურნალისტს, რომელიც მას კითხვებს უსვამდა. 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს, შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები. 


close დახურვა