logo
ENG



იღუმენია თამარი: მეუფე გრიგოლი არის ადამიანი, რომელიც უზნეობას იცავს

03 ნოე 201914:33
3 წუთის საკითხავი
 
8v7xkcl8rru0eup.jpg

პირველი წირვა ჩაატარა ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, წირვის შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ტაძრის მსახური მღვდლები და მონაზვნები. მსახურებას არც ყოფილი წინამძღოლი პეტრე დასწრებია. წირვაში მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან ჩამოსული სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

მონაზვნები ადასტურებენ, რომ სწორედ პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ დილის წირვას, რომელსაც ახალი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ატარებდა. ამავე დროს, ის მონაზვნებიც, რომლებიც რჩებიან ეპარქიაში, აცხადებენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება და არ მიიღებენ მომავალში მონაწილეობას ღვთისმსახურებაში იმ მეუფესთან ერთად, რომელიც უსამართლო  გადაწყვეტილების თანამონაწილეა.

"მარტვილის წმინდა დედა მონასტრის წინამძღვრის პოზიცია დავტოვე, მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის დედებმა ერთსულოვნად გამოარჩიეს ახალი წინამძღვარი მონაზონი სოსანა და დღეიდან უკვე შეუდგა ეკლესიის მართვა-გამგეობას. მე მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს მეუფე პეტრეს. დღეს წირვაზე არ ვიყავი. მღვდელმთავრის მსახურებას, რომელიც თანამონაწილე არის ამ უსამართლო გადაწყვეტილების, არანაირ მსახურებაში არ მივიღებ მასთან მონაწილეობას. მე ვიცი, რომ დედებმა ყველამ განაცხადეს, რომ მეუფის წირვა-ლოცვებს არ დაესწრებიან და უარს აცხადებენ. მეუფე გრიგოლი არის ადამიანი, რომელიც უზნეობას იცავს. მისგან რუსული უფრო შეიძლება ისწავლონ ვიდრე სულიერება," - განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.


close დახურვა