იღუმენია თამარ გამყრელიძე, მარტვილის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღოლი აღარ არის.
მან საკუთარი პოზიცია, პროტესტის ნიშნად დატოვა. ტაძარს ახალი წინამძღოლი ჰყავს, თუმცა ჭყონდიდის ახალი ეპისკოპოსის წირვაზე დასწრებას არც ის აპირებს.
დედები აცხადებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებაში მონაწილე მეუფის მღვდელმსახურებაში მონაწილეობას არ აპირებენ.
შეგახსნებთ, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრეს მიტროპოლიტის წოდება ჩამოერთვა.