logo
ENG



იძულებული ვიქნებით შიმშლობა დავიწყოთ - ტყიბულელი მეშახტეები დახმარებას ითხოვენ

17 მარ 202013:27
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მეშახტეებმა თქვეს, რომ მათ მუშაობა საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ.

ძიძიგურის შახტის თანამშრომლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას აანონსებენ.

„თუ სახელმწიფო არ მოგვაქცევს ყურადღებას, თუ სახელმწიფო არ იზრუნებს, რომ ტყიბულის შახტებში შეაჩეროს მძიმე მდგომარეობა, მაშინ მეშახტეები იძულებული ვიქნებით გავშალოთ კარვები და დავიწყოთ შიმშილობა.

ჩვენი მოთხოვნაა კომპანიის მხრიდან გაცდენილი დღეები სრულად ანაზღაურდეს“, - განაცხადა მეშახტემ რუსლან ბუცხრიკიძემ.


close დახურვა