logo
ENG



კადაფი იყო, რომელიც მკვდარი გალახეს, არ ვუსურვებ ხელისუფლებას ასეთი აუტანელი გახდეს - შამუგია

16 თებ 202023:23
3 წუთის საკითხავი
 

„როდესაც საზოგადოება ასე არის მობილიზებული, როგორც წესი, ჭირს მერე გაყალბება, თუმცა არ ვურჩევდი ხელისუფლებას, ამაზე წასულიყო“, - ამის შესახებ მწერალმა პაატა შამუგიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

შამუგიამ გადაცემაში ივანიშვილის მმართველობაზე ისაუბრა.

„უბადრუკი პოლიტიკური ფონის მიუხედავად, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი და მჯერა საკუთარი თავის, საზოგადოების და მჯერა, რომ ჩვენს არჩევანს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა გვჯეროდეს. ხელისუფლება არასასურველი გახდა ყველასთვის. მე არ ვიცნობ ცოცხალ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას", თუ არ არის ფინანსურად მიბმული პარტიასთან. ამიტომაც მჯერა, რომ არჩევნების გაყალბება არ იქნება მარტივი. როდესაც საზოგადოება ასე არის მობილიზებული, როგორც წესი, ჭირს მერე გაყალბება. მაგრამ ამაზეც თუ წავა - მე არ ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ ამაზე წასულიყო - კადაფი იყო ბოლოს, რომელიც მკვდარი გალახეს, იმ დონეზე აუტანელი გახდა ეს მმართველობა. და მე არ ვუსურვებ ამ ხელისუფლებას, რომ ასეთ აუტანელ პირობამდე მიეყვანოს თავი“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.

 

 


close დახურვა