logo
ENG



კადიროვი: დიდი ხანია, ლიდერის პოსტზე ვარ, ვეცდები დროულად წავიდე

03 სექ 202218:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/op6lt2x64j84uxh.jpg

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ლიდერის პოსტის დატოვებაზე ფიქრობს.

კადიროვის თქმით, ის დიდი ხანია ლიდერის თანამდებობაზეა და ახლა "უვადო და ხანგრძლივ დასვენებას" იმსახურებს. ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერი ყველაზე ხანგრძლივი დროითაა. ის პოსტს 2007 წლიდან იკავებს.

კადიროვის თქმით, ის მოხუცდა და "სანამ გააგდებენ, მისი დროც დადგა", რომ თანამდებობა დატოვოს. 

„მეგობრებო, დღეს მე გავიგე, რომ როგორც აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ერთეულების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ლიდერი ვარ. მე თავად შევამჩნიე, რომ დიდი ხანია ამ პოსტზე ვარ. ვფიქრობ, აბსოლუტურად ვიმსახურებ უვადო და ხანგრძლივ დასვენებას. იმედი მაქვს, გამიგებთ და მხარს დამიჭერთ...

უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას. მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, სანამ გამაგდებენ. როგორც ჩანს, უკვე მოხუცი ვარ, ოდესღაც მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ვეცდებით დროულად წავიდე - აცხადებს კადიროვი.


close დახურვა