დღეს კრიტიკულ მედიას დაემალა, მანამდე კი სამთავრობო ტელეკომპანიაში მასზე თავდასხმის გეგმაზე ალაპარაკდა. საუბარია გიორგი კალანდარიშვილზე. ცესკო-ს თავმჯდომარემ მძიმე ბრალდებებზე მტკიცებულებების გარეშე ისაუბრა. მის განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის მინიშნება ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. გარდა ამისა, სუს-თან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოს ცნობაც, თითქოს ამ გეგმაში ოპოზიცია იყო გარეული. უნიჭო დადგმული სპექტაკლი და მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა - ასეთია ოპოზიციის შეფასება.