logo
ENG



კალაძემ მოადგილეს დაავალა, მეწყრულ პროცესებზე სამუშაო ჯგუფში დაინტერესებული პირები ჩართოს

24 მარ 202111:21
3 წუთის საკითხავი
 
კალაძემ მოადგილეს დაავალა, მეწყრულ პროცესებზე სამუშაო ჯგუფში დაინტერესებული პირები ჩართოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეს დაავალა, ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზასთან მეწყრულ პროცესებზე სამუშაო ჯგუფში დაინტერესებული პირები ჩართოს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, "ამ ადამიანებს საინტერესო ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ".

"ვიცი, რომ არის გარკვეული, დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ზოგადად მეწყრულ ადგილებს სწავლობს დედაქალაქში და ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ. მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩავრთოთ ამ სამუშაო ჯგუფში, ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით, უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან და ერთობლივი ძალებით მოვაწესრიგოთ და რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა", - თქვა კალაძემ.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.

 


close დახურვა