logo
ENG



კალაძე: არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ

03 ივნ 202413:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/s4apxx40k8dm04b.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ არც პირადი და არც თანაგუნდელების დასანქცირების მოლოდინი არ აქვს. 

ის კვლავ ირწმუნება, რომ ხელისუფლებას ისეთი არაფერი გაუკეთებია, "რომ სანქციების ქვეშ მოექცეს".

„პრობლემას ვერ ვხედავ, არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული. არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ... როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა“, - ასე პასუხობს კალაძე ჟურნალისტის კითხვას სანქციების მოლოდინთან დაკავშირებით.

გუშინ 2 ივნისს შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარი ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანქციებთან დაკავშირებული კითხვები "არასერიოზულია".

ასევე, სანქციების კონტექსტში, ღარიბაშვილმა თქვა: "ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ... მე თვითონ კარგად მივხედავ ჩემს ოჯახს". 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკარტიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, ბლინკენი ამბობს, რომ "შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას იწყებს"

კონკრეტულად ვისზე გავრცელდება სანქციები, ჯერჯერობით უცნობია. 


close დახურვა