logo
ENG



კალაძე: თუ მძღოლები მანქანებს ველობილიკებსა და ავტობუსის ზოლებში გააჩერებენ, დაჯარიმდებიან

03 თებ 202110:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/03/0dtoy0ro9ndxim5.jpg

კახა კალაძის თქმით, დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებიც მანქანებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ.

თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ არსებობს დარღვევის ამსახველი ძალიან ბევრი ფოტო-მასალა. 

„როგორც იცით, ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე, გავაფრთხილეთ „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში მძღოლების დაჯარიმებისგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა იყოს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით. ტროტუარებსა და  ზებრა გადასასვლელებზე  ავტომობილების გაჩერება, ე.წ. ბასლეინებზე დაპარკინგება და ავტომობილების დატოვება. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს ეს დამოკიდებულება". - თქვა კახა კალაძემ. 


close დახურვა