logo
ENG



კალაძე: საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, დაიდო 48%-იანი შედეგი

03 ოქტ 202112:46
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, დაიდო 48%-იანი შედეგი

კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა "დამაჯერებელი გამარჯვება" მოიპოვა  2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და "47%-იანი შედეგი დადო".

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ის მზადაა დედაქალაქის მერობისთვის მეორე ტურში იბრძოლოს.

„ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48 პროცენტიანი შედეგი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ. თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. 

მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დრომდე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უმეტეს ოლქებში, სავარაუდოდ, მეორე ტური გახდება ქალაქის მერისა თუ საკრებულოების მაჟორიტართა გამოსავლენად. ქართული ოცნება ოლქების დიდ ნაწილში 50%-ზე მეტს, ამ დროისთვის, ვერ იღებს.


close დახურვა