logo
ENG



კალაძე: ტრანსპორტის მოდერნიზების ფარგლებში, მიკროავტობუსების რაოდენობა 1200-მდე შემცირდება

23 სექ 202013:29
3 წუთის საკითხავი
 
ofrlsgzfdv3526x.jpg

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მათი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, ქალაქში მიკროავტობუსები 3 000-დან 1 200-მდე შემცირდება და თბილისის რელიეფიდან გამომდინარე დაინიშნება მათი მარშრუტები. ამის შესახებ მერმა დღეს, 23 სექტემბერს თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

"თბილისში 3000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა პირველი წლების განმავლობაში, თუმცა მიკროავტობუსების რაოდენობა 1 200-მდე შემცირდება. ჩვენ საავტობუსე და მარშრუტების ქსელის მოდერნიზებას ვაკეთებთ. ძირითად უბნებში ივლის 12-მეტრიანი, 8-მეტრიანი, 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან, ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე ივლის მიკროავტობუსებიც", - თქვა კახა კალაძემ. 

მანვე სხდომაზე განაცხადა, რომ  Ford-ის მარკის 300 მიკროავტობუსი ეტაპობრივად, 180 დღის განმავლობაში შემოვა თბილისში. 


close დახურვა