თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენიდან 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. ამასთან, 524 მოქალაქე ტრანსპორტში ასვლას პირბადის გარეშე ასვლას ცდილობდა.
კალაძის თქმით, ერთხელ საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნას და არ იკეთებდა პირბადეს.
"524 მგზავრი ეცადა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან იქნა აღკვეთილი. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით - ჩამოწეული პირბადით იყვნენ. ერთხელ დაგვჭირდა საპტრულო პოლიციის გამოძახება, დაპირისპირება იყიო პირბადის არგაკეთების გამო. ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს", - განაცხადა კალაძემ.
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა თბილისში მუშაობა 8 თებერვლიდან განაახლა. მგზავრებს მიკროავტობუსებში პირბადის გარეშე ასვლა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლს აქვს უფლება, არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.