logo
ENG



კალაძე რუსულ კანონზე: მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის

21 თებ 202312:34
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე რუსულ კანონზე: მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის

ჩვენ დავიწყებთ განხილვას აღნიშნული კანონპროექტის. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვისმენთ ძალიან ბევრ არასწორ, ცრუ ინფორმაციებს, თითქოს ეს არის რუსული კანონი, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან. მე ძალიან მარტივად ვიტყოდი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტთან შეუძლია ძალიან მარტივად მოიძიოს ამერიკის კანონი, უნგრეთში მიღებული კანონი. ამ კანონებთან, რომლებიც არის გაცილებით უფრო ხისტი ვიდრე ის კანონი, რომელთან დაკავშირებით არის საუბარი და ამის დაპარალელება რუსულ კანონთან ფიზიკურად შეუძლებელია, რადიკალურად განსხვავებულია, თუნდაც ამერიკულთან, თუნდაც უნგრულთან, ეს არის ქართული კანონი, ადამიანის უფლებებთან არ მოდის წინააღმდეგობაში და გამჭვირვალობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი.


close დახურვა