გადავა თუ არა კიდევ ერთი უმსხვილესი ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის ხელში - "ფორმულას" ინფორმაციით, კომპანიის შეძენით დაინტერესებულია და მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ, უჩა მამაცაშვილთან და კახი კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი. „ფორმულა" დაინტერესდა, რა ინფორმაციას ფლობს საკითხზე თბილისის მერი. კალაძე ადასტურებს, რომ ხვიჩა მაქაცარიას იცნობს, თუმცა ამბობს, რომ გასხვისების საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს და ეს მისი სფერო არ არის.