logo
ENG



კალაძე უკრაინაზე: მეგობრობა, პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი, ეს უნდა იყოს ორმხრივი

21 თებ 202313:03
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე უკრაინაზე: მეგობრობა, პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი, ეს უნდა იყოს ორმხრივი

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც უკრაინას, ასევე უკრაინელ ხალხს, ვუსურვებ მშვიდობას. ძალიან დიდი უბედურებაა ის რაც ხდება უკრაინაში, სამწუხაროდ, ჩვენ გამოვლილი გვაქვს, გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე ეს უბედურება და ვიცით თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს. რაც შეეხება, ურთიერთობას, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მეგობრობა, პარტნიორობა ეს ვერ იქნება ცალმხრივი, ეს უნდა იყოს ორმხრივი და ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, გაუგებარი მიზეზებით, თუნდაც ავიღოთ ელჩის გაწვევა, არანაირი ახსნა-განმარტებები არ მოყოლია, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს. 


close დახურვა