logo
ENG



კალაძე ჯაფარიძის მიმართვაზე: მიდი, ჯაფარ, ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები

07 ოქტ 202009:52
3 წუთის საკითხავი
 

"მიდი ჯაფარ ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა?"- ამ კომენტარით გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, გირჩის ლიდერის Facebook ლაივს.

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩეველთან შესახვედრად თბილისის მერიისგან ნებართვას ითხოვს. ადგილზე ჯაფარიძე მხარდამჭერებთან ერთად ფეხბურთის მატჩის ყურებასაც აპირებს.

ჯაფარიძის თქმით, მან მუშტაიდის ბაღს მიმართა, თუმცა, ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილი მერიისგან მოითხოვა. იგი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ადმინისტრაციას სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ეშინია და მას საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ოფიციალური ნებართვა არ სჭირდება.

8 ოქტომბერს ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის მოწყობას აპირებს. ასეთი გადაწყვეტილება კანდიდატმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის ​მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება


close დახურვა