თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ იქნება ქართული ოცნებიდან თბილისის მერობის კანდიდატი.
"კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამაზე მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია", - თქვა კალაძემ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.