logo
ENG



კალიფორნიაში სროლის შედეგად, ორი მოზარდი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა

15 ნოე 201915:01
3 წუთის საკითხავი
 
yzlnc10gubho4tj.png

ორი მოზარდი დაიღუპა და სამი დაიჭრა კალიფორნიის სკოლაში სროლის შედეგად. თავდასხმა ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ქალაქ სანტა-კლარიტაში, სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდა. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის მოსწავლე იყო, რომელმაც დანაშაული თავის მე-16 დაბადების დღეს ჩაიდინა. 16 და 14 წლის მოზარდების მკვლელობის შემდეგ, ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობაც სცადა. ის თავში დაიჭრა და კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 


close დახურვა