კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო დამატებით დაახლოებით 180 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შტატის ჩრდილოეთით, 12 ათას ჰექტარ მიწის ფართობზე ცეცხლი ამ დრომდე მძვინვარებს. მის გავრცელებას ძლიერი ქარი უწობს ხელს. სტიქიას ათასობით მეხანძრე ებრძვის. ორ მილიონამდე აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება.