logo
ENG



კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

12 ოქტ 201913:10
3 წუთის საკითხავი
 
xsszmso4oqe00eg.jpg

კალიფორნიაში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ლოს-ანჯელესის დასავლეთ გარეუბნებს მიუახლოვდა. ხანძრის ლოკალიზებას ადგილზე მობილიზებული სახანძრო ეკიპაჟებითა და ავიაციის დახმარებით ცდილობენ.

ბოლო ინფორმაციით დაზიანებულია 31 საცხოვრებელი სახლი, არიან დაშავებულებიც. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 100 ათასზე მეტი ადამიანი. ძლიერი ხანძრის გამო პარალიზებულია საავტომობილო მიმოსვლაც. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


close დახურვა