![l3sw4ca70uyuuzo.png](/uploads_script3/news/l3sw4ca70uyuuzo.png)
კალიფორნიაში, ტყის ძლიერი ხანძრის გამო საცხოვრებელი სახლების დატოვების ბრძანება 40-ც ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ამ წუთებში სტიქია ლოს-ანჟელესის შემოგარენში მძვინვარებს. ხანძრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ხუთასი ათას ოჯახს შეუწყდა. ცეცხლმა უკვე გაანადგურა 2 ათასამდე ჰექტარი ტყის მასივი. სალიკვიდაციო დამუშაოებში ავიაციაც არის ჩართული. მორიგი ძლიერი ხანძარი კალიფორნიის შტატში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს.