logo
ENG



კალოიანი: ხოშტარიას მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მაგრამ საკმაოდ მძიმეა

14 ნოე 202115:27
3 წუთის საკითხავი
 

ექიმი და ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მაგრამ საკმაოდ მძიმეა და ამ გაუარესების გაგრძელება იქნება საფრთხე მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. 

კალოიანის თქმით, ხოშტარიას უტარდება ის სამედიცინო მანიპულაციები, რისი ჩატარებაც შესაძლებელია და ეს, ძირითადად, მედიკამენტების მიღებას გულისხმობს. 

დღესვეა დაგეგმილი ანალიზების აღებაც. 

"მეტად არის გამოხატული სისუსტე და ინტოქსიკაცია. იყო ღებინების რამდენიმე ეპიზოდი, რაც ინტოქსიკაციის მაჩვენებელია. 

იდეალური იქნებოდა შიმშილობის შეწყვეტა და ჰოსპიტალში გადაყვანა, რაზეც პაციენტი ამ ეტაპზე უარს აცხადებს. 

იმედი გვაქვს, შევძლებთ, ვითარების მეტ-ნაკლებად სტაბილიზაციას და გაუარესების შემცირებას. 

სამწუხაროდ, ტენდენცია არის მოსალოდნელი, რაც შეესაბამება შიმშილობის ასეთ მძიმე ფორმას და მე-12 მე-14 დღეს". - თქვა ვახტანგ კალოიანმა

დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია უკვე მე-12 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტს კი, თავის მხრივ, შიმშილობის 45-ე დღე აქვს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 


close დახურვა