logo
ENG



კანადაში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები რუსულ არაყს გაყიდვიდან ამოიღებენ

26 თებ 202210:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/eme7sp986siawpe.jpg
Reuters

კანადური ალკოჰოლის მაღაზიები რუსულ არაყსა და სხვა რუსული წარმოების ალკოჰოლურ სასმელებს აღარ გაყიდიან. ეს მათი მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვის აგრესიის დაგმობაა.

კანადაში მანიტობისა და ნიუფაუნდლენდის პროვინციებში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები რუსულ სასმელებს გაყიდვიდან ამოიღებენ. ქვეყნის უდიდესმა პროვინციამ ონტარიომ კი ალკოჰოლის კონტროლის საბჭოს მითითება უკვე მისცა, რომ პროვინციაში ყველა რუსული წარმოების პროდუქტი ამოიღონ გაყიდვიდან.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, მხოლოდ ონტარიოში, რუსეთში წარმოებულ ყველა პროდუქტს 679 მაღაზიიდან ამოიღებენ გაყიდვიდან.

„ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის ალკოჰოლის კორპორაციებმა, სხვა ალკოჰოლთა იურისდიქციებმა მთელ კანადაში, გადაწყვიტეს რუსული წარმოშობის პროდუქტები დახლებიდან აიღონ“, - წერს კორპორაცია ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ კანადამ 2021 წელს რუსეთიდან იმპორტით 4.8 მილიონი დოლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელი შეიძინა. არაყი კანადელ მომხმარებლებს შორის, ვისკის შემდეგ, მეორე ყველაზე პოპულარული სასმელია.

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკვე გამოაცხადა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, კანადა რუსულ ელიტებს მძიმე ხარჯები დაუკისრებს, ვლადიმერ პუტინს კი შეეზღუდება შეჭრის დაფინანსების შესაძლებლობები.


close დახურვა